Tag: ღვინო

TV მედიის გამოხმაურება ფესტივალს


განვაგრძოთ კითხვა »

პრემიუმ კლასის 7 საუკეთესო “საფერავი”

პრემიუმ საფერავების შვიდეული

ალეკო ცქიტიშვილი

26 თებერვალს რესტორან “დაინინგ რუმში” “ღვინის კლუბი” პრემიუმ კლასის “საფერავების” გასასინჯად შეიკრიბა. ფაქტობრივად, ეს იყო შარშან ამ დროს “პურის სახლში” ჩატარებული დეგუსტაციის ერთგვარი გაგრძელება. მაშინ კლუბმა 20 ლარზე ნაკლები ღირებულების “საფერავები” შეაფასა. ამჟამად დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო სარეალიზაციო ქსელში შეძენილი 20 ლარზე მეტი ღირებულების “საფერავის” 15 ნიმუში.

დეგუსტაციის შედეგების შეჯამებისას გაირკვა, რომ საუკეთესო შვიდეულში ერთბაშად სამი მცირე მარანი მოხვდა (ერთი სულაც 2 ნიმუშით). ეს მრავლისმეტყველი ფაქტი ადასტურებს, რომ ელიტური “საფერავის” ჩამოსხმა დიდი ფულისა და ძვირადღირებული ინფრასტრუქტურის გარეშეც შესაძლებელია. მთავარია, ყურძნის ამ უნიკალურ ჯიშს – საფერავს, მოყვარული მეღვინის ხელი შეეხოს და მადლიანი ღვინო დაწუროს.

განვაგრძოთ კითხვა »

8 მაისს, პირველი „ახალი ღვინის ფესტივალი“ თბილისის ეთნოგრაფიულ მუზუემში!

8 მაისს, 11:00-დან 18:00 საათამდე, თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი „ახალი ღვინის ფესტივალს“ მასპინძლობს. „ღვინის კლუბის“ მიერ ორგანიზებული ფესტივალი თბილისის მერიის პატრონაჟით ტარდება. მხარდამჭერები არიან – საქართველოს ეროვნული მუზეუმი, Slow Food Tbilisi, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“, წინანდლის მუზეუმი და ჟურნალი „ტაბულა“. საინფორმაციო უზრუნველყოფა – რადიო „უცნობი“, რადიო „ნაცნობი“, გაზეთი „მარანი – Weekend” და ბლოგი ღვინისა და გემოვნების შესახებ www.vinoge.com.

ახალი ღვინის ფესტივალშიმონაწილეობენ არა მარტო ღვინის კომპანიები და მცირე მარნები, არამედ ოჯახებიც, რომელთა ღვინოები „ღვინის კლუბმა“ და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანამ“ საქართველოს თითქმის ყველა ტრადიციულ მეღვინეობის მხარეში შეაგროვა. ოჯახური მარნებიდან ღვინოები სპეციალური დაგუსტაციით შეირჩა. დაავადებული და სხვადასხვა ზადის მქონე ნიმუშები ფესტივალის მიღმა დარჩა.

„ახალი  ღვინის ფესტივალისადმი“ აქედანვე დიდ ინტერესს იჩენს როგორც მედია, ისე ღვინის მოყვარულები, რომლებიც მოუთმენლად ელიან ახალ დღესასწაულს. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია. საფესტივალო სამზადისის შესახებ ვრცელი სტატია გამოქვეყნდა გაზეთში „მარანი – Weekend“, რითაც „ღვინის კლუბმა“ საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია, რა ღვინოების დაგემოვნება იქნება შესაძლებელი ეთნოგრაფიულ მუზეუმში. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ქართული ვაზის იშვიათ ჯიშებზე, რომელთა მიმართაც, ბოლო წლების ტენდენციით, სულ უფრო იზრდება ინტერესი.

ფესტივალის  მონაწილეებმა საზოგადოებას ახალი ღვინოები უნდა წარუდგინონ. სწორედ ეს არის „ახალი ღვინის ფესტივალის“ მთავარი პირობა და ხიბლი. ღვინის მოყვარულებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ ახალი, ანუ 2009 წლის მოსავლის ღვინოები ქართული მევენახეობის თითქმის ყველა კუთხიდან : „საფერავი“, „რქაწითელი“, „თავკვერი“, „ჩინური“, „ალადასტური“, „საკმიელა“, „ციცქა“, „ცოლიკოური“, „ჩხავერი”, „უსახელოური“, „ოცხანური საფერე“, „კრახუნა“, „ქისი“, „ხიხვი“, „ალექსანდროული“ და ა.შ. ასევე წარმოდგენილი იქნება ცნობილი საერთაშორისო ჯიშებისგან დამზადებული ბოლო მოსავლის ღვინოებიც.

ახალი ღვინის ფესტივალების ტრადიცია დიდი ხანია, არსებობს მთელს მსოფლიოში, მაგალითად: საფრანგეთში – Beaujolais Nouveau, ესპანეთში – Festival Vino Nuevo, იტალიაში – Vino Novello.

ღვინის კლუბისპრეზიდენტის, მალხაზ ხარბედიას თქმით, მეღვინეობის ტრადიციულ ქვეყანაშისაქართველოში ასეთი ტიპის ფესტივალის არარსებობა უარყოფითად აისახებოდა ქართული ღვინის ცნობადობაზე, მომხმარებლის ინფორმირებულობაზე და ზოგადად ღვინის ბიზნესზე.

ახალი ღვინის ფესტივალისაქართველოში ამ მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯია. მასში მონაწილეობის სურვილი თითქმის ყველა ღვინის კომპანიამ და მცირე მარანმა გამოთქვა.