Tag: რესტორანი

ქართული ღვინისა და თევზის შეხამების აქცია

კალიფსო


საქართველოში თევზიც ბევრია და ღვინოც, მაგრამ გასტრონომიულ კულტურაში ცოტა ვინმე თუ ცდილობს მათ სწორ ურთიერთშეხამებას. ამ სამწუხარო ტრადიციის საპირისპიროდ, ღვინის კლუბმა და საქართველოს მეთევზეთა კლუბმა გურმანებსა და მედიის წარმომადგენლებს ახალი წამოწყება შესთავაზა – „ქართული ღვინისა და თევზის შეხამების საღამო“.

განვაგრძოთ კითხვა »

კალიფსოს ტყვეობაში

ეს დღეებია თავს ანტიკურ ხანაში მცხოვრებ ადამიანად ვგრძნობ. არა, არც ღვინის წყალში გაზავება დამიწყია და არც დროის სხვა განზომილებაში ტელეპორტაციის საიდუმლო აღმომიჩენია. უბრალოდ, როგორც იცით, გასულ კვირას ლოტოფაგების ქვეყანაში შევხვდი, ჩემი ნოსტალგიური პოსტის წყალობით კი ნეტგაზეთზე თანამედროვე ოდისევსის სტატუსიც მივიღე. ისტორიის გაგრძელებას აღარ ველოდი, როდესაც მახო ხარბედიამ (ონ ჟე მალხაზ, ონ ჟე მოი ბოს, ღვინის კლუბის პრეზიდენტი, მწერალი, ჟურნალისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი, ღვინის კრიტიკოსი და ა.შ. – ვფიქრობ, რომ იცნობთ) მკითხა, შაბათ საღამოსთვის რაიმე გეგმები მქონდა თუ არა და თუ შემეძლო რესტორან „კალიფსო“-ში შვიდ საათზე მივსულიყავი. აქ უკვე ნამდვილად დავიძაბე. ჯერ იყო და გრინფილდს უნდოდა თავისი საძაგელი ლოტოსის ჩაით ჩემში პატრიოტული ამნეზიის გამოწვევა, ახლა კიდევ კალიფსოსთან მოხვედრის პერსპექტივა გაჩნდა. მოკლედ, მართლა დავიძაბე და თვალი წინ, კედელზე ჩამოკიდებულ კოლაჟზე გამიშტერდა, რომელიც თავადვე შევქმენი. ჩემს შემოქმედებას ბევრი ეჭვის თვალით უყურებს, მაგრამ ერთი რამ ამ კოლაჟთან დაკავშირებით ნაღდია – წარწერა „Случаиность – постоянный принцип“.

განვაგრძოთ კითხვა »