Tag: განათლება

2015 წელი – ღვინის კლუბის ახალი ინიციატივები

2015 წელს საქართველოს ღვინის კლუბი დაინტერესებულ პირებს რამდენიმე მნიშვნელოვან ინიციატივას შესთავაზებს. ამჯერად ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით განსახორციელებელ პროექტებზე შევაჩერებთ ყურადღებას. საქართველოს ღვინის კლუბსა და ღვინის ეროვნულ სააგენტოს შორის პარტნიორობა მიზნად ისახავს ქართული ღვინის შესახებ ინფორმაციის დაგროვებასა და პოპულარიზაციას და, რაც მთავარია, საზოგადოებაში ღვინის განათლების ხარისხის ამაღლებას, დარგში მოღვაწე პერსონალის პროფესიულ განვითარებას.

განვაგრძოთ კითხვა »

მიიღეთ განათლება ღვინის კლუბის სკოლაში

ღვინის კლუბის სკოლა გთავაზობთ სრულფასოვან ტრენინგებს სხვადასხვა თემის (მოდულის) მიხედვით. თითოეული მოდული შემუშავებულია ღვინის კლუბის სპეციალისტების მიერ და გულისხმობს კონკრეტულ თემაზე რამდენიმედღიანი ტრენინგების ჩატარებას. ტრენინგებს ჩაატარებენ WSET–ის (Wine & Spirit Education Trust) საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე ღვინის პროფესიონალები, ენოლოგები, სომელიეები და მევენახეები.

სერტიფიკატები გადაეცემათ მხოლოდ იმ მონაწილეებს, რომლებიც ტრენინგის ბოლოს წარმატებით ჩააბარებენ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას.

ამ ეტაპზე გთავაზობთ შემდეგ მოდულებს:

როგორ დავაგემოვნოთ ღვინო

  • მსმენელები დაეუფლებიან ღვინის დაგემოვნების სისტემურ მეთოდებს. ასევე შეისწავლიან ღვინის ტიპურობის განმსაზღვრელ ყველა მახასიათებელს. გავსინჯავთ და დავახასიათებთ ყველა ტიპის ქართულ ღვინოს.
  • კურსის ღირებულებაში შედის: კურსის სახელმძღვანელო (“როგორ დავაგემოვნოთ ღვინო”), “ქართული ღვინის გზამკვლევი”–ის ბოლო გამოცემა, სადეგუსტაციო ღვინის ნიმუშები, საგამოცდო ღვინოები და ტესტები, კურსისთვის საჭირო აქსესუარები, მცირე სადილი.
  • ტრენინგს გაუძღვება: მალხაზ ხარბედია,  WSET–ის სერტიფიცირებული სპეციალისტი, ღვინის მწერალი, ღვინის კლუბის პრეზიდენტი.
  • ტრენინგის ხანგრძლივობა: 2 დღე
  • ტრენინგის ღირებულება ერთ მსმენელზე შეადგენს 160 ლარს. HoReCa კომპანიების წარმომადგენლებისათვის (სასტუმროების, რესტორნების, ღვინის კომპანიების და სხვ. თანამშრომლების) საფასურის ნახევარს დაფარავს EPI. “ღვინის კლუბის” წევრები, რომელთაც არ ერიცხებათ საწევრო დავალიანება, მიიღებენ 20%–იან ფასდაკლებას.

ღვინის შეთავაზება და მომსახურება

  • მსმენელები შეისწავლიან ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების სერვირებას, მომსახურების საფუძვლებს, დახვეწენ სტუმართან ურთიერთობის უნარებს.
  • კურსის ღირებულებაში შედის: კურსის სახელმძღვანელო (“ღვინის შეთავაზება და მომსახურება”), “ქართული ღვინის გზამკვლევი”–ის ბოლო გამოცემა, საგამოცდო ინვენტარი და ტესტები, კურსისთვის საჭირო აქსესუარები, მცირე სადილი.
  • ტრენინგს გაუძღვება: ალექს ბადუაშვილი, WSET–ის სერტიფიცირებული სპეციალისტი, ღვინის კონსულტანტი.
  • ტრენინგის ხანგრძლივობა: 2 დღე
  • ტრენინგის ღირებულება ერთ მსმენელზე შეადგენს 140 ლარს. HoReCa კომპანიების წარმომადგენლებისათვის (სასტუმროების, რესტორნების, ღვინის კომპანიების და სხვ. თანამშრომლების) საფასურის ნახევარს დაფარავს EPI. “ღვინის კლუბის” წევრები, რომელთაც არ ერიცხებათ საწევრო დავალიანება, მიიღებენ 20%–იან ფასდაკლებას.

ღვინისა და კერძის შეხამება

  • მსმენელები შეისწავლიან როგორ შეურჩიონ კერძს ღვინო სწორად, დაეუფლებიან ზოგად პრინციპებს და პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით მიიღებენ გამოყენებად ცოდნას.
  • კურსის ღირებულებაში შედის: კურსის სახელმძღვანელო (“ღვინისა და კერძის შეხამება”), “ქართული ღვინის გზამკვლევი”–ის ბოლო გამოცემა, საგამოცდო ინვენტარი და ტესტები, კურსისთვის საჭირო აქსესუარები, მცირე სადილი.
    ტრენინგის მიმდინარეობისას მსმენელები პრაქტიკულად დააგემოვნებენ სხვადასხვა ტიპის ღვინოებსა და კერძებს.
  • ტრენინგს გაუძღვება: გიორგი დარციმელია, WSET–ის სერტიფიცირებული სპეციალისტი.
  • ტრენინგის ხანგრძლივობა: 2 დღე
  • ტრენინგის ღირებულება ერთ მსმენელზე შეადგენს 160 ლარს. HoReCa კომპანიების წარმომადგენლებისათვის (სასტუმროების, რესტორნების, ღვინის კომპანიების და სხვ. თანამშრომლების) საფასურის ნახევარს დაფარავს EPI. “ღვინის კლუბის” წევრები, რომელთაც არ ერიცხებათ საწევრო დავალიანება, მიიღებენ 20%–იან ფასდაკლებას.

თითოეულ მოდულში ტრენინგი ჩატარდება მას შემდეგ, რაც კურსზე დარეგისტრირებული მსმენელების რაოდენობა მიაღწევს 15-ს. დაინტერესების შემთხვევაში, შესაძლებელია მთლიანი კურსის შეკვეთაც. რეგისტრაციისათვის მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე info@wineclub.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 551-852-851 (გიორგი).

წლის ბოლომდე ღვინის კლუბის სკოლა შემოგთავაზებთ სხვა მოდულებსაც:

  • ქართული ღვინის კლასიფიკაცია: ჯიშები, რეგიონები, ტიპები (მოდული მოიცავს ქართული ღვინოების დეგუსტაციას)

  • ქართული ღვინის ისტორია

  • მსოფლიოს ღვინოები (მოდული მოიცავს უცხოური ღვინოების  დეგუსტაციას)

  • ღვინის ნაკლოვანებები და დაავადებები (სადემონსტრაციო ნიმუშების გასინჯვით)

  • მევენახეობა-მეღვინეობის ძირითადი პრინციპები და ტიპები

ღვინის კლუბი მოყვარულების გარდა აერთიანებს სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალებს: ენოლოგებს, სომელიეებს, მევენახე–მეღვინეებს და ა.შ.. ჩვენ 5 წლის განმავლობაში ჩავატარეთ 50-ზე მეტი საჯარო ლექცია, 12 დახურული ტრენინგი, არაერთი პროფესიული დეგუსტაცია თუ ღვინის ფესტივალი. რეგულარულად ვაწყობთ ექსპედიციებსა და საველე სამუშაოებს. ღვინის კლუბი გამოსცემს ყოველკვირეულ გაზეთ მარანს, ყოველწლიურად გამოდის ქართული ღვინის გზამკვლევი, სხვადასხვა დროს გამოვიდა წიგნები ქართული ღვინისა და კერძის შეხამება, Georgia – Cradle of Wine და სხვ.. 2014 წლიდან ღვინის კლუბი კიდევ არაერთ საინტერესო სიახლეს შემოგთავაზებთ.