ტრადიციული ქართული საღვინე ჭურჭელი

19 ივნისს საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების დარბაზში ღვინის კლუბის ტრადიციული ლექცია-სემინარების ციკლი გაგრძელდა მკვლევარ გიორგი ბარისაშვილის ლექციით – “ქართული ტრადიციული საღვინე ჭურჭელი”.
გიორგი ბარისაშვილი უკვე მრავალი წელია იკვლევს ქართული ტრადიციული საღვინე ჭურჭლის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საკითხებს. მეცნიერული ნაშრომებისა და ისტორიული წყაროების შესწავლის პარალელურად, იგი ბევრს მოგზაურობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და უშუალოდ ადგილზე ეცნობა, სად და როგორ არის შემორჩენილი ყოფაში ესა თუ ის ჭურჭელი.
განვაგრძოთ კითხვა »

ღვინის ტურიზმის პირველი ნაბიჯები „საქართველოს ღვინის გზაზე“

 

29 მაისს საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების დარბაზში ღვინის კლუბის ლექცია-სემინარების ციკლი განახლა. ამჯერად, ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრის წარმომადგენელმა ზაზა გაგუამ და ღვინის კლუბის პრეზიდენტმა მალხაზ ხარბედიამ წარმოადგინეს მოხსენება: „ღვინის ტურიზმი საქართველოში – პირველი ნაბიჯები“.

განვაგრძოთ კითხვა »

მედია ახალი ღვინის ფესტივალზე

12 მაისს ახალი ღვინის ფესტივალია!

12 მაისს, შაბათს, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღვინის კლუბი გიწვევთ ახალი ღვინის ფესტივალზე, რომელიც ქალაქ თბილისის მერიის პატრონაჟით უკვე მესამედ გაიმართება. ტრადიციულად, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს თითქმის ყველა მსხვილი ღვინის კომპანია და მცირე მარანი. უხვად იქნება წარმოდგენილი ოჯახური ღვინოები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

განვაგრძოთ კითხვა »

ოჯახური ღვინოები “ახალი ღვინის ფესტივალი 2012”–ზე

“ღვინის კლუბი” 2012 წლის 12 მაისს უკვე მესამედ ატარებს “ახალი ღვინის ფესტივალს”, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ღვინის ცნობადობისა და კულტურის გაზრდას. “ახალი ღვინის ფესტივალი” ერთადერთი ღონისძიებაა, სადაც ღვინის დიდი საწარმოებით დაწყებული, გლეხით დამთავრებული, ყველას ეძლევა საშუალება მონაწილეობა  მიიღოს. შარშან ფესტივალმა დიდი წარმატებით ჩაიარა, “ღვინის კლუბმა” უმასპინძლა 10 ათასამდე სტუმარს, რომელთა დიდ ნაწილსაც ღვინით დაინტერესებული პირები და ის მომხმარებლები წარმოადგენდნენ, რომლებიც ცდილობენ უფრო კარგად გაერკვნენ ქართულ ღვინოში. ფესტივალს ძალიან ბევრი უცხოელი სტუმარი ჰყავდა, ასევე სტუდენტი-ახალგაზრდობა, რომლებიც დღეს უკვე საკმაოდ აქტიურ როლს თამაშობენ ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში.

განვაგრძოთ კითხვა »