ღვინის კლუბი

მედია ახალი ღვინის ფესტივალზე

12 მაისს ახალი ღვინის ფესტივალია!
12 მაისს, შაბათს, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღვინის კლუბი გიწვევთ ახალი ღვინის ფესტივალზე, რომელიც ქალაქ თბილისის მერიის პატრონაჟით უკვე მესამედ გაიმართება. ტრადიციულად, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს თითქმის ყველა მსხვილი ღვინის კომპანია და მცირე მარანი. უხვად იქნება წარმოდგენილი ოჯახური ღვინოები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

საუკეთესო ოჯახური ღვინოები ღვინის კლუბმა სპეციალურად შეარჩია დეგუსტაციის წესით. მსხვილი კომპანიები, მცირე მარნები და ოჯახები ფესტივალზე ცნობილი და  იშვიათი ქართული ვაზის ჯიშის ყურძნისგან დაწურულ ღვინოებს წარმოადგენენ. რქაწითელი, საფერავი, მწვანე კახური, ციცქა, ცოლიკოური, ჩინური, შავკაპიტო, თავკვერი, კრახუნა, ალექსანდრეული, ჩხავერი, უსახელოური, ხიხვი, ქისი, ალადასტური, ოცხანური საფერე, ძელშავი, მუჯურეთული, ოჯალეში, კუნძა, გრძელმტევანა, ჭუმუტა, ჩიტისკვერცხა  – ამ და სხვა მრავალი დასახელების ახალ ღვინოებს ერთად სხვაგან ვერსად ნახავთ.

ახალი ღვინის ფესტივალების ტრადიცია მეღვინეობით სახელგანთქმულ ყველა ქვეყანაში არსებობს. საქართველოში კი, ღვინის კლუბის ინიციატივით, ფესტივალი პირველად 2010 წელს ჩატარდა და ათასობით ღვინის გურმანს უმასპინძლა, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ძალიან ბევრ უცხოელ ტურისტსა თუ ღვინის სპეციალისტს. მას შემდეგ ტრადიციად დამკვიდრდა, რომ მაისის ყოველ მეორე შაბათს ახალი ღვინის ფესტივალი გაიმართებოდა.

ჯიშური მრავალფეროვნების გარდა წლევანდელი ფესტივალი ქვევრის ღვინის სიუხვით იქნება გამორჩეული. ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი შემეცნებით-გასართობი სანახაობა იქნება ჭურის მოხდა და ჭაშნიკი ეთნოგრაფიული მუზეუმის ერთ-ერთ ეზოში.

თბილისის მერიის გარდა ახალი ღვინის ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, გაზეთი „24 საათი“, ტელეკომპანია “რუსთავი 2″, vinoge.com, რადიო “უცნობი” და ღვინის ისტორიის ფონდი.

© ღვინის კლუბი / vinoge.com

ოჯახური ღვინოები “ახალი ღვინის ფესტივალი 2012”–ზე
“ღვინის კლუბი” 2012 წლის 12 მაისს უკვე მესამედ ატარებს “ახალი ღვინის ფესტივალს”, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ღვინის ცნობადობისა და კულტურის გაზრდას. “ახალი ღვინის ფესტივალი” ერთადერთი ღონისძიებაა, სადაც ღვინის დიდი საწარმოებით დაწყებული, გლეხით დამთავრებული, ყველას ეძლევა საშუალება მონაწილეობა  მიიღოს. შარშან ფესტივალმა დიდი წარმატებით ჩაიარა, “ღვინის კლუბმა” უმასპინძლა 10 ათასამდე სტუმარს, რომელთა დიდ ნაწილსაც ღვინით დაინტერესებული პირები და ის მომხმარებლები წარმოადგენდნენ, რომლებიც ცდილობენ უფრო კარგად გაერკვნენ ქართულ ღვინოში. ფესტივალს ძალიან ბევრი უცხოელი სტუმარი ჰყავდა, ასევე სტუდენტი-ახალგაზრდობა, რომლებიც დღეს უკვე საკმაოდ აქტიურ როლს თამაშობენ ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში.

გასულ წელს ფესტივალში მონაწილეობდა საქართველოში არსებული თითქმის ყველა დიდი კომპანია, ასევე მცირე მარნები და მევენახე–გლეხები, რომლებიც “ღვინის კლუბმა” რეგიონებში შეარჩია. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო მხოლოდ ბოლო მოსავლის ღვინოები.

უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახური მარნებისთვის დიდი სტიმული აღმოჩნდა  აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ რამდენიმე მათგანმა უკვე ჩამოასხა ღვინო და წარმატებით შემოვიდა ქართულ ბაზარზე.

წელს “ღვინის კლუბმა” გადაწყვიტა კიდევ უფრო გააფართოვოს ოჯახური ღვინის მიმართულება, რათა საქართველოს ყველა კუთხიდან გახდეს შესაძლებელი ფესტივალზე ახალი ღვინოების წარდგენა.

ფესტივალის მონაწილეებს გადაეცემათ სპეციალური სერთიფიკატები და “ღვინის კლუბის” სამახსოვრო საჩუქრები.

ფესტივალში მონაწილეობის პირობები:

ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ყველა ოჯახური ღვინის მწარმოებელს.

ფესტივალში მონაწილეობის მსურველმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს არაუგვიანეს 27 აპრილისა.

მონაწილე გაივლის შესარჩევ ტურს, “ღვინის კლუბის” სპეციალური ჟიური შემოსული ნიმუშებიდან შეარჩევს 50 საუკეთესო ღვინოს, რომელიც დაიშვება ფესტივალზე.

შესარჩევ ტურშიც და ფესტივალზეც წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ 2011 წლის მოსავლის ახალი ღვინო.

ფესტივალში მონაწილეობა ოჯახური მარნებისთვის უფასოა.

მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ სადეგუსტაციო ნიმუში (2 ბოთლის ოდენობით) და შევსებული ანკეტა.

მონაწილეთა ვინაობა ცნობილი გახდება ფესტივალამდე 1 კვირით ადრე.

ფესტივალზე წარსადგენი ღვინის განსაზღვრული რაოდენობა შეადგენს მინიმუმ 10 ლიტრს.

გთხოვთ სადეგუსტაციო ნიმუშები, თანდართული ანკეტით, მოიტანოთ შემდეგ მისამართზე:

ქ. თბილისი, გუდიაშვილის 11, მობ: 555 207591, 551 104086.

ნიმუშების მიღება წარმოებს ყოველ სამუშაო დღეს, 12:00–დან 18:00–მდე

E-mail: giasimongulashvili@gmail.com

ანკეტა გადმოწერეთ აქედან.

ქვევრის ბუმი – ტენდენციები და პერსპექტივები
20 მარტს საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების დარბაზში ღვინის კლუბის  პრეზიდენტმა მალხაზ ხარბედიამ წაიკითხა მოხსენება თემაზე– „ქვევრის ღვინო  თანამედროვე ქართულ ბაზარზე – ტენდენციები, პერსპექტივები“.

ქვევრის  ბუმი, ქვევრის ღვინო ქართულ და უცხოურ ბაზრებზე, ქვევრის ღვინის ქართველი  და უცხოელი მწარმოებლები, მათ წინაშე არსებული გამოწვევები და  პერსპექტივები – ღვინის კლუბის პრეზიდენტის მოხსენება ძირითადად ამ  საკითხებს შეეხო.

„საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ქვევრში  ღვინის დაყენების უძველესი ტრადიციები უწყვეტად არის შემონახული. ქვევრი  და ქვევრის ღვინო არა მარტო ისტორიაა, არამედ მომავლის ღირებულება.  აბორიგენული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნების გარდა, ქართულ  მევენახეობა–მეღვინეობას ქვევრის ღვინითაც შეუძლია იამაყოს და წარსდგეს  მთელი მსოფლიოს წინაშე. ვფიქრობ, ბოლოდროინდელი ქვევრის ბუმი ცალსახად  დადებით მოვლენად უნდა შეფასდეს, რადგან ქვევრის ღვინო სულ უფრო პოპულარული  ხდება. მთავარია, სახელმწიფომ და კანონმა მკაცრად გააკონტროლოს, რომ  ქვევრის ღვინო იყოს ნამდვილად ქვევრში დაყენებული“, – აღნიშნა მალხაზ  ხარბედიამ.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული  სააგენტო მარტის ბოლოს წინადადებით მიმართავს გაეროს განათლების,  მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციას (UNESCO), ქვევრის ღვინის დაყენების  ქართული ტრადიციული მეთოდი შეიტანოს არამატერიალური კულტურული  მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში. მალხაზ ხარბედიას თქმით, ქართული  ქვევრის ღვინის მოხვედრა UNESCO–ს ნუსხაში კიდევ უფრო დიდი სტიმული იქნება  ქვევრის ღვინის მწარმოებლებისათვის, რომელთა დიდი ნაწილი, ფაქტობრივად,  ახლახან გამოვიდა ანდერგრაუნდიდან. ღვინის კლუბი აქტიურად მონაწილეობს  UNESCO–სთვის სანომინაციო წინადადების მომზადების პროცესში.

არანაკლებ  მნიშვნელოვანია სახელი – QVEVRI-ს დამკვიდრება როგორც საექსპორტო ქართული  ქვევრის ღვინოების, ასევე უცხოელი მწარმოებლების ღვინოების ეტიკეტებზე.  უცხოეთში უკვე რამდენიმე მეღვინე აწარმოებს ქვევრის ღვინოს, რომელთა ნაწილი  ეტიკეტზე სიტყვა „ამფორას“ იყენებს. ბერძნული ამფორა კი ქვევრისგან  სრულიად განსხვავებული დანიშნულების ჭურჭელია და გაუმართლებელია ქვევრის  ამფორად მოხსენიება. ქვევრის ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდის  მოხვედრა UNESCO–ს ნუსხაში ტერმინ QVEVRI–ის  დამკვიდრებასაც შეუწყობს  ხელს.

© ღვინის კლუბი / vinoge.com

ქართული ღვინის მომავალი, ანუ ამერიკა რუსეთის ნაცვლად!
რუსეთის ემბარგოს შემდეგ, ქართული ღვინის ბაზრის პრობლემატიკაზე საუბარი  ძირითადად ერთი კუთხით ვითარდებოდა – რა ეშველება ქართულ ღვინოს? ექნება  თუ არა მომავალი მას დასავლეთის ბაზარზე? ამ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა  ძნელი იყო. თუმცა 28 თებერვალს, ღვინის კლუბში, ამერიკის შეერთებული  შტატებიდან ახლადდაბრუნებული ქართლელი მეღვინის – იაგო ბიტარიშვილის  ლექციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართულ ღვინოს უახლოეს მომავალში  ამერიკელი ღვინის მოყვარულები არამხოლოდ სტატიებითა და წიგნებით, არამედ  რეალურადაც გაეცნობიან ქართულ ღვინოს.

ამერიკის ვაჭრობის  სამინისტრომ, პროგრამა ”საბიტის” ფარგლებში, საქართველოდან, მოლდოვიდან, და  უკრაინიდან ერთი თვის წინ, საუკეთესო მეღვინეები შეერთებულ შტატებში  მიავლინა, სადაც მეღვინეებს ამერიკის ბაზარის სტრუქტურა და არსი გააცნეს.

როგორც  საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების სხდომათა დარბაზში ღვინის კლუბის  მიერ მოწვეულ საზოგადოებას, მეღვინე იაგო ბიტარიშვილმა განუმარტა, ამერიკის  ბაზარი, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ბოლომდე გაჯერებულია სხვადასხვა  ხარისხისა და ღირსების ღვინით, ღვინის ბიზნესით დაინტერესებული ამერიკელები  მზად არიან, რომ მათ ბაზარზე უახლოეს მომავალში ქართული ღვინო შევიდეს.

დღეს  ამერიკაში სამ მილიარდზე მეტი ყუთი ღვინო იყიდება. ღვინოს კი ამერიკელი  ალკოჰოლური სასმელების მომხმარებლების მხოლოდ 20% სვამს. აქედან  გამომდინარე, ადვილი მისახვედრია, რამდენად დიდ ღვინის ბაზარზე გასვლის  შანსი მიეცა ქართულ ღვინოს. ამ შანსს კი გამოყენება სჭირდება.

საქართველოსა  და ამერიკის პრეზიდენტების მიერ ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტის  ხელმოწერის შემდეგ, ქართველ მეღვინეებს მომავლის იმედი მიეცათ.  ზემოთხსენებული დოკუმენტის მიხედვით ამერიკაში ქართული ღვინის ექსპორტი  წესით ბევრად უფრო მეტად უნდა გამარტივდეს.

მეღვინე იაგო  ბიტარიშვილის განმარტებით, ქართულ ღვინოს ახლა უკვე აქვს იმის შანსი, რომ  არამხოლოდ გავიდეს, არამედ საკუთარი კუთვნილი ადგილი დაიკავოს მთელს  მსოფლიოში. 2012 წელი ქართული ღვინის ბიზნესისათვის შესაძლებელია  გადამწყვეტიც კი გახდეს.

ამერიკელების მთავარი მოთხოვნა ხარისხის  დაცვაა, რაც ქართული მეღვინეობისათვის მუდმივი პრობლემაა. იმედია სწორედ ეს  წელი იქნება ქართული ღვინისა და ზოგადად მეღვინეობის რუსულიდან დასავლურ  “რელსებზე” გადასვლის ისტორიული წელი. ახლა ამ სფეროში გასაკეთებელი  მართლაც რომ ძალიან ბევრია!

© ღვინის კლუბი/vinoge.com

ქართული ბრენდის ისტორია და თანამედროვე მიღწევები
14 თებერვალს საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების დარბაზში, კომპანია „სარაჯიშვილის“ მთავარმა ტექნოლოგმა დავით აბზიანიძემ, ღვინის კლუბის ლექცია–სემინარების ფარგლებში, ქართული ბრენდის ისტორიაზე და თანამედროვე მიღწევებზე ისაუბრა.

დავით  აბზიანიძის ლექცია მოიცავდა ზოგადად კონიაკისა და კონკრეტულად ქართული  ბრენდის ისტორიის მიმოხილვას, კონიაკის დამზადების ტექნოლოგიური  თავისებურებების საინტერესო ნიუანსებს, ინფორმაციას „სარაჯიშვილის“  საცავებში არსებულ უნიკალურ საკონიაკე სპირტებზე და ასევე – კომპანიის  თანამედროვე ბიზნეს–წარმატებებზე.

დავით აბზიანიძის თქმით,  ქართული ბრენდის ისტორია მე–19 საუკუნის შუა ხანებიდან იწყება, როცა  ქუთაისში გიორგი ბოლქვაძემ ალკოჰოლური სასმელების, მათ შორის – კონიაკის  მცირე საწარმო გახსნა. თუმცა, ქართული კონიაკის წარმოების განვითარება და  ოქროს ხანა ცნობილ ქართველ მეცენატს და საზოგადო მოღვაწეს, დავით  სარაჯიშვილს უკავშირდება. მან არა მარტო საქართველოში, არამედ რუსეთის  მაშინდელ იმპერიაში პირველმა წამოიწყო კონიაკის მსხვილმასშტაბიანი  წარმოება. სარაჯიშვილმა საწარმოები გახსნა არა მარტო საქართველოში, არამედ  სომხეთში, დაღესტანსა და მოლდოვაში.

დავით სარაჯიშვილის მიერ  წარმოებულ ბრენდის თავდაპირველად „კავკასიური კონიაკი“ ერქვა და რუსეთის  იმპერიაში ფრანგულ კონიაკებსაც უწევდა კონკურენციას. 1909 წელს საფრანგეთში  გამოიცა დეკრეტი, რომლის თანახმად, „კონიაკი“ მარტო ფრანგულ, კონიაკის  სპეციფიკურ მიკროზონაში წარმოებულ სასმელს უნდა ერქვას. ამის მიუხედავად,  ქართული „კონიაკი“ მეოცე საუკუნის ბოლომდე არსებობდა, რადგან საბჭოთა  პერიოდში დასავლეთის ბაზრების „კაპიტალისტურ“ კანონებს ანგარიშს არავინ  უწევდა.

საბჭოთა პერიოდის ქართული ბრენდი, რომლის წარმოებას  სარაჯიშვილის მოწაფე ვახტანგ ციციშვილი და სხვა პროფესიონალი ტექნოლოგები  აგრძელებდნენ, მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა. ცნობილია შემთხვევა, როცა  იალტის ისტორიულ კონფერენციაზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, უინსტონ  ჩერჩილმა ციციშვილის მიერ წარმოებული „ენისელი“ ფრანგული კონიაკისგან ვერ  განასხვავა.

საბჭოთა კავშირის პერიოდში „კაპიტალისტ“ დავით  სარაჯიშვილის სახელს ტაბუ ედო. გასული საუკუნის 30–იან წლებში მისი ცხედარი  დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონიდან ვაკის სასაფლაოზეც გადაასვენეს.  სარაჯიშვილის ღვაწლის წარმოჩენა მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობის  აღდგენის შემდეგ მოხერხდა, როდესაც ბიზნესმენმა ელგუჯა ბუბუტეიშვილმა  თბილისის კონიაკის ქარხანა შეისყიდა და სარაჯიშვილის სახელის რებილიტაციაზე  ზრუნვაც დაიწყო. მისი ინიციატივით, დავით სარაჯიშვილის ნეშტი ვაკის  სასაფლაოდან გადაასვენეს და დიდი პატივით დაკრძალეს ქაშვეთის ეკლესიის  ეზოში. სარაჯიშვილის სახელი ეწოდა თბილისის მეტროპოლიტენის ერთ–ერთ სადგურს  და გამზირს. ქართული ბრენდის ეტიკეტები კი დავით სარაჯიშვილის სახელმა და  პორტრეტმა დაამშვენა.

დავით აბზიანიძის ლექცია ღვინის კლუბში კომპანია „სარაჯიშვილის“ ბრენდის მცირე დეგუსტაციით დასრულდა.

© ღვინის კლუბი / vinoge.com

ქართული ვაზის ჯიშები – მოძიება, დაცვა და შესწავლა
31 იანვარს საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების დარბაზში მებაღეობის,  მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის ვაზისა და ხეხილის გენოფონდის  კვლევისა და გენეტიკა-სელექციის განყოფილების ხელმძღვანელმა, დათო მაღრაძემ  სპეციალურად ღვინის კლუბისთვის წარმოადგინა მოხსენება: „ქართული ვაზის  ჯიშები – მოძიება, დაცვა და შესწავლა“.

ლექცია მოიცავდა ინფორმაციას ვაზის ბიომრავალფეროვნებისა და გენეტიკური  რესურსების შესახებ. ითქვა, რომ ზოგადად, მცენარეთა და კონკრეტულად –  ვაზის გენთა ნაკრებს, საკვები თუ ფარმაცევტული თვალსაზრისით, საკაცობრიო  ღირებულება აქვს. აუცილებელია შემორჩენილი ჯიშების მოძიება და მათი  გაშენება სამეცნიერო კოლექციებში.

დათო მაღრაძემ ისაუბრა ვაზის ჯიშების საკოლექციო ვენახების გაშენების  სპეციფიკაზე და საქართველოში თუ უცხოეთში არსებულ საკოლექციო ვენახებზე.  მისი თქმით, მისასალმებელია, რომ 21-ე საუკუნეში საკოლექციო ვენახებს კერძო  კომპანიებიც აშენებენ. ამ გზით, უფრო შედეგიანია ვაზის ქართული ჯიშების  დაცვა.

„ქართული ვაზის ჯიშებისთვის კატასტროფის ტოლფასი იყო 90-იანი წლები,  როცა საკოლექციო ვენახებს განადგურების საფრთხე დაემუქრა. მძიმე  ეკონომიურმა ვითარებამ და კოლექციების მოუვლელობამ შეამცირა საკოლექციო  ვენახების საექსპლოატაციო ვადა და ხელი შეუწყო ჯიშების ამოვარდნის პროცესს.  ამ წლებმა შეიწირა აფხაზეთში გუდაუთის საკოლექციო ვენახი, სადაც ვაზის 800 ნიმუში იყო დაცული“, – აღნიშნა დათო მაღრაძემ.

მებაღეობის,  მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის საკოლექციო ვენახებში ამჟამად  დაცულია 350-მდე ვაზის ქართული ჯიში. ჯიშები ასევე დაცულია საგურამოში  (ჯიღაურა) „ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული  ცენტრის“, ყვარელში „ქინძმარაულის მარნისა“ და წინანდალში „შუმის“ კერძო  კოლექციებში. საერთო ჯამში, სავარაუდოდ, 400-ზე მეტი ჯიშია დაცული, რომელთა  აპრობაციისა და იდენტიფიკაციის პროცესი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული.

აღსანიშნავია, რომ გასული საუკუნის ყველაზე ავტორიტეტულმა მეცნიერებმა  ნიკო კეცხოველმა, მაქსიმე რამიშვილმა და დიმიტრი ტაბიძემ ვაზის 525-მდე  ქართული ჯიშის სია შეადგინეს. დღეისათვის მეცნიერთა და ენთუზიასტთა  ამოცანაა, ყველა ეს ჯიში გაშენდეს საკოლექციო და კერძო ვენახებში. ამავე  დროს, უნდა გაგრძელდეს ძიება სხვა ჯიშების აღმოჩენის მიზნით. როგორც  საერთაშორისო, ისე ქართული გამოცდილება აჩვენებს, რომ ძიებას კიდევ აქვს  აზრი.

© ღვინის კლუბი / vinoge.com

წლის შემაჯამებელი სხდომა
გუშინ, ღვინის კლუბის სხდომაზე შევაჯამეთ გასული 2011 წელი და რამდენიმე წევრი დავაჯილდოვეთ კლუბის საქმიანობაში შეტანილი წვლილისათვის :)

ღვინის კლუბი გილოცავთ დამდეგ შობა–ახალ წელს!
კარგი ღვინო და ცხოვრების ხალისი არ მოგკლებოდეთ! :)

ქართული (კახური) ღვინო, როგორც ფუნქციური საკვები
13 დეკემბერს საქართველოს  გეოგრაფიული საზოგადოების დარბაზში ღვინის კლუბის ლექცია-სემინარების ციკლი  ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა არმაზ შალაშვილმა გააგრძელა.  მისი ლექცია – “ქართული (კახური) ღვინო, როგორც ფუნქციური საკვები”  ეხებოდა ტრადიციული კახური ტექნოლოგიით ქვევრში დაყენებული ღვინოების  უნიკალურ თვისებებს.

არმაზ შალაშვილის მეცნიერული კვლევები მოიცავს  როგორც ქართული, ისე უცხოური ვაზის ჯიშების ყურძნისგან დაყენებულ ღვინოებში  სასარგებლო ნივთიერებების მოცულობის განსაზღვრას და მათ გავლენას  ადამიანის ორგანიზმზე.

არმაზ შალაშვილის მიერ წარმოებული ლაბორატორიული  კვლევების შედეგად დადგინდა, რომ კახური ტექნოლოგიით ანუ სრულ ჭაჭაზე  გაზაფხულამდე დაყოვნებით დადუღებული ღვინოები უფრო მეტ სასარგებლო  ნივთიერებებს შეიცავს, ვიდრე ე. წ. ევროპული ტიპის ღვინოები.

მაგალითად,  კახური ტექნოლოგიით დაყენებულ “რქაწითელში” ფენოლების ჯამი შეადგენს 2200  მგ/ლ-ს, კატეხინები – 640 მგ/ლ-ს, პროანტოციანიდინები – 690 მგ/ლ-ს.  ევროპული წესით დაყენებულ “რქაწითელში” კი საერთო ფენოლების რაოდენობა  თითქმის 8-ჯერ ნაკლებია – 280 მგ/ლ, კატეხინები – 9-ჯერ ნაკლები (52 მგ/ლ),  პროანტოციანიდინები – 5,5-ჯერ ნაკლები (130 მგ/ლ). სასარგებლო  ნივთიერებები განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გვხვდება რქაწითელში,  საფერავსა და ქისში.

არმაზ შალაშვილის თქმით, კახური ღვინო მდიდარია  ტანინებით, რომლის სარგებლიანობის შესახებ ბოლო ათწლეულებში ბევრი  გამოკვლევა გამოქვეყნდა. შესაბამისად, სასურველია, ღვინომ კუთვნილი ადგილი  დაიკავოს კვების რაციონში. დღეში თითო ჭიქა წითელი ღვინო სასარგებლოა  ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით მაშინ, თუკი იგი კახური ტექნოლოგიით არის  დაყენებული. ამგვარი ღვინოთერაპიით შეგიძლიათ ებრძოლოთ გულსისხლძარღვთა  დაავადებებს. წითელი ღვინო სისხლში ასევე ამცირებს თავისუფალი რადიკალების  წარმოქმნას და შესაბამისად, ამცირებს სიმსივნური დაავადებების რისკს.

“ამერიკელი  მეცნიერების დასკვნებით, წითელი ღვინო განსაკუთრებით მკერდისა და  პროსტატის კიბოს რისკებს ამცირებს. ზოგადად კი, თუ გვინდა, ღვინო  გამოვიყენოთ როგორც ორგანიზისთვის სასარგებლო პროდუქტი, მეღვინეებს უნდა  მივცეთ რეკომენდაცია, რომ იგი კახური წესით დააყენონ, რათა სასარგებლო  ნივთიერებების კონცენტრაცია მასში მეტი იყოს”, – აღნიშნა არმაზ შალაშვილმა  და დასძინა, რომ სასარგებლო ზემოქმედება ღვინოს მხოლოდ იმ შემთხვევაში  აქვს, თუ მას ზომიერად მოვიხმართ.

© ღვინის კლუბი / vinoge.com