სხვადასხვა

ღვინის კლუბი გილოცავთ დამდეგ შობა–ახალ წელს!

კარგი ღვინო და ცხოვრების ხალისი არ მოგკლებოდეთ! :)

კალიფსოს ტყვეობაში

ეს დღეებია თავს ანტიკურ ხანაში მცხოვრებ ადამიანად ვგრძნობ. არა, არც ღვინის წყალში გაზავება დამიწყია და არც დროის სხვა განზომილებაში ტელეპორტაციის საიდუმლო აღმომიჩენია. უბრალოდ, როგორც იცით, გასულ კვირას ლოტოფაგების ქვეყანაში შევხვდი, ჩემი ნოსტალგიური პოსტის წყალობით კი ნეტგაზეთზე თანამედროვე ოდისევსის სტატუსიც მივიღე. ისტორიის გაგრძელებას აღარ ველოდი, როდესაც მახო ხარბედიამ (ონ ჟე მალხაზ, ონ ჟე მოი ბოს, ღვინის კლუბის პრეზიდენტი, მწერალი, ჟურნალისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი, ღვინის კრიტიკოსი და ა.შ. – ვფიქრობ, რომ იცნობთ) მკითხა, შაბათ საღამოსთვის რაიმე გეგმები მქონდა თუ არა და თუ შემეძლო რესტორან „კალიფსო“-ში შვიდ საათზე მივსულიყავი. აქ უკვე ნამდვილად დავიძაბე. ჯერ იყო და გრინფილდს უნდოდა თავისი საძაგელი ლოტოსის ჩაით ჩემში პატრიოტული ამნეზიის გამოწვევა, ახლა კიდევ კალიფსოსთან მოხვედრის პერსპექტივა გაჩნდა. მოკლედ, მართლა დავიძაბე და თვალი წინ, კედელზე ჩამოკიდებულ კოლაჟზე გამიშტერდა, რომელიც თავადვე შევქმენი. ჩემს შემოქმედებას ბევრი ეჭვის თვალით უყურებს, მაგრამ ერთი რამ ამ კოლაჟთან დაკავშირებით ნაღდია – წარწერა „Случаиность – постоянный принцип“.

განვაგრძოთ კითხვა »

ლექცია ღვინის კლუბში

ძვირფასო თანაკლუბელებო, შეგახსენებთ, რომ ჩვენი მომდევნო ლექცია გაიმართება  სამშაბათს, 8 ივნისს, საღამოს 18:30–ზე, “საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების” სხდომათა დარბაზში (გუდიაშვილის 11, ქაშუეთთან).

პროფესორი ლევან ფრუიძე წაიკითხავს ლექციას:

„ღვინო ხვანჭკარის ხალხური ტექნოლოგია და თანამედროვეობა“

მორიგი სხდომა “ღვინის კლუბში”

1 ივნისს “საქართველოს გეოგრაფიოლ საზოგადოებაში” გაიმართება სხდომა, სადაც ქალბატონი დარეჯან გველესიანი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე “სიახლე მევენახეობაში”.

შემგედ დაიგეგმება მორიგი დეგუსტაციის დეტალები რომელიც 5 ივნისს ჩატარდება მევენახეობის ინსტიტუტში. განხილვაზეა ღვინის 14 ნიმუში. მათ დაემატება ნუგზარ ქსოვრელის “ქისი”, რომელიც ჯერ ბაზარზე გამოტანილი არ არის. დეგუსტაციას გაუძღვება ბატონი ლევან უჯმაჯურიძე.

გაზეთ ,,მარანის“ მეშვიდე ნომერი

გაზეთ ,,მარანის“ მეშვიდე ნომერი, რომელიც 14 მაისს გამოვა, თითქმის  მთლიანად ეძღვნება გასულ  კვირას საქართველოში პირველად ჩატარებულ ,,ახალი ღვინის ფესტივალს“. გაზეთში გაეცნობით  ალეკო ცქიტიშვილის სტატიას ,,ახალი ღვინის ფესტივალი  ერთი წლით დაგვემშვიდობა“ და ლევან სეფისკვერაძის მიმოხილვა–რეპორტაჟს ამ ფესტივალის შესახებ. გაზეთის ორი ფერადი გვერდი მთლიანად ეთმობა ფესტივალის ამსახველ ფოტოკოლაჟს. ნინო ახლოური სტატიაში ,,ღვინის მესამე ეროვნული კონკურსი – საქართველო ღვინის სამშობლო“ გაეცნობით კონკურსის მიმდინარეობის დეტალებსა და მის გამარჯვებულებს. ჩვენი გაზეთის ბოლო გვერდი, როგორც ყოველთვის, გემრიელ და ორიგინალურ კულინარიულ რეცეპტებს ეთმობა.