სხვადასხვა

გამოკითხვა: ღვინის კლუბის სკოლა

ღვინის კლუბი სასტუმროებს, რესტორნებს, კაფეებს, ღვინის მაღაზიებს, ღვინის მწარმოებლებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ სხვა პირს სთავაზობს რამდენიმედღიან სრულფასოვან ტრენინგებს სხვადასხვა თემაზე.
გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა კვლევაში და დაგვეხმაროთ სერვისის დახვეწაში.

განვაგრძოთ კითხვა »

ღვინის კლუბი გილოცავთ დამდეგ შობა–ახალ წელს!

კარგი ღვინო და ცხოვრების ხალისი არ მოგკლებოდეთ! :)

კალიფსოს ტყვეობაში

ეს დღეებია თავს ანტიკურ ხანაში მცხოვრებ ადამიანად ვგრძნობ. არა, არც ღვინის წყალში გაზავება დამიწყია და არც დროის სხვა განზომილებაში ტელეპორტაციის საიდუმლო აღმომიჩენია. უბრალოდ, როგორც იცით, გასულ კვირას ლოტოფაგების ქვეყანაში შევხვდი, ჩემი ნოსტალგიური პოსტის წყალობით კი ნეტგაზეთზე თანამედროვე ოდისევსის სტატუსიც მივიღე. ისტორიის გაგრძელებას აღარ ველოდი, როდესაც მახო ხარბედიამ (ონ ჟე მალხაზ, ონ ჟე მოი ბოს, ღვინის კლუბის პრეზიდენტი, მწერალი, ჟურნალისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი, ღვინის კრიტიკოსი და ა.შ. – ვფიქრობ, რომ იცნობთ) მკითხა, შაბათ საღამოსთვის რაიმე გეგმები მქონდა თუ არა და თუ შემეძლო რესტორან „კალიფსო“-ში შვიდ საათზე მივსულიყავი. აქ უკვე ნამდვილად დავიძაბე. ჯერ იყო და გრინფილდს უნდოდა თავისი საძაგელი ლოტოსის ჩაით ჩემში პატრიოტული ამნეზიის გამოწვევა, ახლა კიდევ კალიფსოსთან მოხვედრის პერსპექტივა გაჩნდა. მოკლედ, მართლა დავიძაბე და თვალი წინ, კედელზე ჩამოკიდებულ კოლაჟზე გამიშტერდა, რომელიც თავადვე შევქმენი. ჩემს შემოქმედებას ბევრი ეჭვის თვალით უყურებს, მაგრამ ერთი რამ ამ კოლაჟთან დაკავშირებით ნაღდია – წარწერა „Случаиность – постоянный принцип“.

განვაგრძოთ კითხვა »

ლექცია ღვინის კლუბში

ძვირფასო თანაკლუბელებო, შეგახსენებთ, რომ ჩვენი მომდევნო ლექცია გაიმართება  სამშაბათს, 8 ივნისს, საღამოს 18:30–ზე, “საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების” სხდომათა დარბაზში (გუდიაშვილის 11, ქაშუეთთან).

პროფესორი ლევან ფრუიძე წაიკითხავს ლექციას:

„ღვინო ხვანჭკარის ხალხური ტექნოლოგია და თანამედროვეობა“

მორიგი სხდომა “ღვინის კლუბში”

1 ივნისს “საქართველოს გეოგრაფიოლ საზოგადოებაში” გაიმართება სხდომა, სადაც ქალბატონი დარეჯან გველესიანი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე “სიახლე მევენახეობაში”.

შემგედ დაიგეგმება მორიგი დეგუსტაციის დეტალები რომელიც 5 ივნისს ჩატარდება მევენახეობის ინსტიტუტში. განხილვაზეა ღვინის 14 ნიმუში. მათ დაემატება ნუგზარ ქსოვრელის “ქისი”, რომელიც ჯერ ბაზარზე გამოტანილი არ არის. დეგუსტაციას გაუძღვება ბატონი ლევან უჯმაჯურიძე.