
ალეკო ცქიტიშვილი
კახურ ღვინოს როცა ვახსენებთ, პირველ რიგში თვალწინ ქვევრი წარმოგვიდგება, მერე იქიდან ფიალით ციმციმ ამოღებული ჯადოსნური სითხე, რომლითაც საუკუნეებია, ვამაყობთ. იქვე შეიძლება სიმღერაც გაგვახსენდეს – “ღვინოვ კახურო, ვარ შენი მსმელი, გინდ თეთრი იყო, გინდა წითელი!”
ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ გაგიკვირდებათ – ქართულ ბაზარზე ბოთლში ჩამოსხმული ტრადიციული კახური ღვინო არც თუ ისე ბევრია.
2 აპრილს “ქართული ღვინის კულტურის ცენტრში” “ღვინის კლუბის” მიერ ორგანიზებულ ქვევრის კახური თეთრი ღვინოების დეგუსტაციაზე სულ რაღაც 11 ნიმუში მოგროვდა. ეს კიდევ კარგი შედეგია, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2009 წლის ბოლოს მხოლოდ ამის მესამედი იყო, რის გამოც ქვევრის ღვინის ნიმუშები რეზერვუარებში დაყენებულ “კახურებთან” ერთად ისინჯებოდა.
ამჯერად, ღვინის კლუბმა რეზერვუარული კახური ღვინოების ჭაშნიკი სამომავლოდ გადადო და სადეგუსტაციოდ მაღაზიებში მხოლოდ ქვევრში დაყენებული თეთრი კახური ღვინოები შეიძინა: 1) “ვინოტერა” “მწვანე”, 2008 წ. 2) “ელიზბარ თალაკვაძე და შვილები” “წარაფი-კარდენახი” 2008 წ. 3) “ხოხბის ცრემლები” “ქისი”, 2009 წ. 4) “ხოხბის ცრემლები” “რქაწითელი”, 2009 წ. 5) “ხოხბის ცრემლები” “მწვანე”, 2009 წ. 6) “ვინივერია” “ქისი”, 2005 წ. 7) “თელავის ღვინის მარანი” “სატრაპეზო – 10 ქვევრი”, 2007 წ. 8 ) “ვაზი +” “ბინეხი – კახური ქვევრის” (მოსავლის წელი არ აწერია). 9) “ვინოტერა” “ქისი”, 2006 წ. 10) “ვინოტერა” “რქაწითელი”, 2009 წ. 11) “ბადაგონი” “ალავერდის ტრადიციები”, 2007 წ.
განვაგრძოთ კითხვა »