ღონისძიებები

ოჯახური ღვინოები “ახალი ღვინის ფესტივალი 2013”–ზე

ღვინის კლუბი” 2013 წლის 11 მაისს უკვე მეოთხედ ატარებს “ახალი ღვინის ფესტივალს“, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ღვინის ცნობადობისა და კულტურის გაზრდას. “ახალი ღვინის ფესტივალი” ერთადერთი ღონისძიებაა, სადაც ღვინის დიდი საწარმოებით დაწყებული, გლეხით დამთავრებული, ყველას ეძლევა საშუალება მონაწილეობა მიიღოს. შარშან ფესტივალმა დიდი წარმატებით ჩაიარა, “ღვინის კლუბმა” უმასპინძლა 15 ათასამდე სტუმარს, რომელთა დიდ ნაწილსაც ღვინით დაინტერესებული პირები და ის მომხმარებლები წარმოადგენდნენ, რომლებიც ცდილობენ უფრო კარგად გაერკვნენ ქართულ ღვინოში. ფესტივალს ძალიან ბევრი უცხოელი სტუმარი ჰყავდა, ასევე სტუდენტი-ახალგაზრდობა, რომლებიც დღეს უკვე საკმაოდ აქტიურ როლს თამაშობენ ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში.

განვაგრძოთ კითხვა »

ღვინის კლუბის ლექციების ციკლი: როგორ გავაცნოთ ქართული ღვინო სტუმარს

“როგორ გავაცნოთ ქართული ღვინო სტუმარს” – ამ და ღვინოსთან დაკავშირებულ სხვა საინტერესო საკითხებზე, 21 სექტემბერს, რესტორან “აზარფეშა”–ში ქართული მედიის წარმომადგენლებისათვის საინტერესო სწავლება-სემინარი გაიმართა. ღონისძიება USAID-სა და EPI-ს (ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა) სპონსორობით ჩატარდა, ორგანიზატორი კი ღვინის კლუბი იყო. სემინარს ღვინის კლუბის წევრები მალხაზ ხარბედია და გიორგი ბერიკელაშვილი უძღვებოდნენ.

განვაგრძოთ კითხვა »

ღვინის ფესტივალი თბილისობაზე

წინასაარჩევნო დაძაბულობისჩავლისა და არანაკლებ ემოციური მომდევნო კვირის შემდეგ, თბილისელებმა და არა მარტო თბილისელებმა, თბილისობა ოცდამეცამეტეჯერ იზეიმეს. ტრადიციულად, თბილისობა შემოდგომის შუა პერიოდში, ოქტომბრის თვეში ტარდება ხოლმე, თუმცა წელს დედაქალაქელებისთის დღესასწაული შედარებით ნაადრეავად, ოქტომბრის დასაწყისში დადგა. ახალგამოვლილი აქციებისა და დაძაბული მოვლენებით გარემოცული ქალაქის უძველესი უბნები – მეიდანი და მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორია და რიყე, აპოლიტიკური განწყობით მოსული ადამიანებით შეივსო და ტრადიციული რეკვიზიტებით დაიტვირთა – შემოდგომის მოსავლით მდიდარი ტრადიცული ქართული სამზარეულო, სახალხოდ მოწყობილი დიდი საწნახელი, ჩურჩხელები, სხვადასხვა აქსესუარები, ცოცხალი მუსიკის კონცერტი ძველი თბილისის რამდენიმე ადგილას…

განვაგრძოთ კითხვა »

ღვინის კლუბისა და ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლობა

გუშინ, 14 ივლისს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ და ღვინის კლუბმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
ღვინის კლუბი და ეროვნული ბიბლიოთეკა ერთობლივად იზრუნებენ მევენახეობის, მეღვინეობისა და, ზოგადად, ქართული ალკოჰოლური სასმელების კვლევასა და პოპულარიზაციაზე. ეროვნული ბიბლიოთეკისა და ღვინის კლუბის მიერ მომზადდება და გაიმართება ლექციები, სემინარები და კონფერენციები. ეროვნული ბიბლიოთეკის ერთ-ერთ სამკითხველო დარბაზში ღვინის კლუბის კუთხე გაიხსნება, რაც ნიშნავს იმას, რომ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კვლევით დაინტერესებულები ერთ ადგილზე მოიძიებენ ლიტერატურას სხვადასხვა ენაზე. გარდა ამისა, ღვინის კლუბი და ეროვნული ბიბლიოთეკა მომავალი კვირიდან დაიწყებს ქართული ღვინის სრული ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნას, რომელიც ღვინის შესახებ არსებული ყველაზე ფუნდამენტური ქართული ტექსტების  გაციფრულებას გულისხმობს.
მეღვინეობა და მევენახეობა საქართველოს კულტურისა და ეკონომის განუყოფელი ნაწილია, ამიტომ გადაწყდა, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკაში, რომელიც ყოველდღიურად უამრავ ქართველსა და უცხოელ სტუმარს მასპინძლობს, შეიქმნას ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კოლექცია. „ღვინის კლუბი“ ეროვნულ ბიბლიოთეკას დაეხმარება ამ კოლექციის შექმნაში და მუდმივად გაუწევს კონსულტაციას მისი შევსებისა და სწორად შენახვის საკითხებში.
© vinoge.com

მედია ახალი ღვინის ფესტივალზე