კლუბის სხდომები

ქართული ღვინის მომავალი, ანუ ამერიკა რუსეთის ნაცვლად!

რუსეთის ემბარგოს შემდეგ, ქართული ღვინის ბაზრის პრობლემატიკაზე საუბარი ძირითადად ერთი კუთხით ვითარდებოდა – რა ეშველება ქართულ ღვინოს? ექნება თუ არა მომავალი მას დასავლეთის ბაზარზე? ამ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა ძნელი იყო. თუმცა 28 თებერვალს, ღვინის კლუბში, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ახლადდაბრუნებული ქართლელი მეღვინის – იაგო ბიტარიშვილის ლექციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართულ ღვინოს უახლოეს მომავალში ამერიკელი ღვინის მოყვარულები არამხოლოდ სტატიებითა და წიგნებით, არამედ რეალურადაც გაეცნობიან ქართულ ღვინოს.

განვაგრძოთ კითხვა »

წლის შემაჯამებელი სხდომა

გუშინ, ღვინის კლუბის სხდომაზე შევაჯამეთ გასული 2011 წელი და რამდენიმე წევრი დავაჯილდოვეთ კლუბის საქმიანობაში შეტანილი წვლილისათვის :)

განვაგრძოთ კითხვა »

„ღვინის კლუბის“ ლექცია სემინარი

„ახალი ღვინის ფესტივალის“ შემდეგ კვლავ განახლდა „ღვინის კლუბის“ ლექცია სემინარები.

სამშაბათს, 18 მაისს, 18:30–ზე, “საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების” სხდომათა დარბაზში (გუდიაშვილის 11, ქაშუეთთან).

იაგო ბიტარიშვილი წაიკითხავს ლექციას:

ეკოლოგიური მევენახეობის ძირითადი პრონციპები”

სხდომა 27 აპრილს

ძვირფასო თანაკლუბელებო,

შეგახსენებთ, რომ დღეს, 27 აპრილს გაიმართება ,,ღვინის კლუბის” მორიგი სხდომა. დრო და
ადგილი უცვლელია. გუდიაშვილის (ყოფილი კეცხოველის) ქ. 11, ,,გეოგრაფიული
საზოგადოების” სხდომათა დარბაზი. 18.30 სთ-ზე
თემა: მოახლოებული ,,ახალი ღვინის ფესტივალის” საორგანიზაციო საკითხები

დაარსდა “ღვინის კლუბი”

wine_club-first-logo
ღვინისა და გასტრონომიის შესახებ ბლოგის, vinoge.com-ის ბაზაზე დაფუძნდა “ღვინის კლუბი”, რომელიც აერთიანებს არა მარტო მეღვინეებს, არამედ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებსაც, მათ შორის ჟურნალისტებს, იურისტებს, კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტებს, არქეოლოგებს, ლიტერატორებს, ფერმერებს.
“ღვინის კლუბის” მიზნებია: ღვინის შესახებ ცოდნისა და ქართველი მომხმარებლის კულტურის ამაღლება, მაღალი ხარისხის ღვინის პროპაგანდა, ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციების აღორძინება, გაბედული სიახლეებისა და ნოვატორული წამოწყებების მხარდაჭერა, მაქსიმალური და მართალი ინფორმაციის მიწოდება ბაზარზე წარმოდგენილი ქართული და უცხოური ღვინოების შესახებ, ქართული სამზარეულოს დახვეწა ადგილობრივი ღვინოების მიხედვით, სარესტორნო კრიტიკის ხელშეწყობა, ღვინის ტურიზმის განვითარებაში წვლილის შეტანა და ა. შ.
“ღვინის კლუბი” ორგანიზებას გაუწევს და ჩაატარებს საერთაშორისო, რეგიონალურ და ადგილობრივი მნიშვნელობის კონფერენციებს, სემინარებს, ტრენინგებს, გამოფენებსა და სხვა ღონისძიებებს; მოაწყობს ეთნოგრაფიულ ფოტოექსპედიციებს რეგიონებში, სადაც შეიკრიბება ინფორმაცია მეღვინეობა-მევენახეობის შესახებ.
პერიოდულად ჩატარდება ღვინის დეგუსტაციები სხვადასხვა ექსპერტების მონაწილეობით. კლუბის სემინარებზე კი მეღვინეები, მევენახეები, ისტორიკოსები, ფილოლოგები, სომელიეები, ჟურნალისტები, უცხოელი სპეციალისტები წაიკითხავენ ლექციებს კონკრეტულ თემებზე. კონფერენციები და მრგვალი მაგიდები უპირატესად მიეძღვნება თანამედროვე ქართულ მეღვინეობაში არსებულ პრობლემებსა და სამომავლო პერსპექტივებს. დისკუსიის შედეგები დაიბეჭდება ჟურნალ-გაზეთებში და გაშუქდება ტელევიზიით.
“ღვინის კლუბი” უკვე ითვლის 30–მდე წევრს, კლუბის თავმჯდომარეა მალხაზ ხარბედია.