დეგუსტაციები

“წინანდლისგან” მეტს ველით და მოვითხოვთ

“ღვინის კლუბმა” საუკეთესო “წინანდლები” გამოავლინა

ალეკო ცქიტიშვილი

ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი ღვინო “წინანდალი” დღესდღეობით ყველაზე პოპულარული თეთრი მშრალი ქართული ღვინოა როგორც სამამულო ბაზარზე, ისე უცხოეთში. თეთრი ღვინოებიდან ექსპორტზე კომპანიებს ყველაზე დიდი რაოდენობით სწორედ “წინანდალი” გააქვთ. პოპულარობის მიუხედავად, ამ ღვინოს პრობლემები აქვს, რაც 18 ივნისს ღვინის კლუბის მორიგ დეგუსტაციაზეც გამოიკვეთა.

განვაგრძოთ კითხვა »

5 საუკეთესო ქვევრის კახური ღვინო

ქვევრის ღვინოები

ალეკო ცქიტიშვილი

კახურ ღვინოს როცა ვახსენებთ, პირველ რიგში თვალწინ ქვევრი წარმოგვიდგება, მერე იქიდან ფიალით ციმციმ ამოღებული ჯადოსნური სითხე, რომლითაც საუკუნეებია, ვამაყობთ. იქვე შეიძლება სიმღერაც გაგვახსენდეს – “ღვინოვ კახურო, ვარ შენი მსმელი, გინდ თეთრი იყო, გინდა წითელი!”

ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ გაგიკვირდებათ – ქართულ ბაზარზე ბოთლში ჩამოსხმული ტრადიციული კახური ღვინო არც თუ ისე ბევრია.

2 აპრილს “ქართული ღვინის კულტურის ცენტრში” “ღვინის კლუბის” მიერ ორგანიზებულ ქვევრის კახური თეთრი ღვინოების დეგუსტაციაზე სულ რაღაც 11 ნიმუში მოგროვდა. ეს კიდევ კარგი შედეგია, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2009 წლის ბოლოს მხოლოდ ამის მესამედი იყო, რის გამოც ქვევრის ღვინის ნიმუშები რეზერვუარებში დაყენებულ “კახურებთან” ერთად ისინჯებოდა.

ამჯერად, ღვინის კლუბმა რეზერვუარული კახური ღვინოების ჭაშნიკი სამომავლოდ გადადო და სადეგუსტაციოდ მაღაზიებში მხოლოდ ქვევრში დაყენებული თეთრი კახური ღვინოები შეიძინა: 1) “ვინოტერა” “მწვანე”, 2008 წ. 2) “ელიზბარ თალაკვაძე და შვილები” “წარაფი-კარდენახი” 2008 წ. 3) “ხოხბის ცრემლები” “ქისი”, 2009 წ. 4) “ხოხბის ცრემლები” “რქაწითელი”, 2009 წ. 5) “ხოხბის ცრემლები” “მწვანე”, 2009 წ. 6) “ვინივერია” “ქისი”, 2005 წ. 7) “თელავის ღვინის მარანი” “სატრაპეზო – 10 ქვევრი”, 2007 წ. 8 ) “ვაზი +” “ბინეხი – კახური ქვევრის” (მოსავლის წელი არ აწერია). 9) “ვინოტერა” “ქისი”, 2006 წ. 10) “ვინოტერა” “რქაწითელი”, 2009 წ. 11) “ბადაგონი” “ალავერდის ტრადიციები”, 2007 წ.

განვაგრძოთ კითხვა »

პრემიუმ კლასის 7 საუკეთესო “საფერავი”

პრემიუმ საფერავების შვიდეული

ალეკო ცქიტიშვილი

26 თებერვალს რესტორან “დაინინგ რუმში” “ღვინის კლუბი” პრემიუმ კლასის “საფერავების” გასასინჯად შეიკრიბა. ფაქტობრივად, ეს იყო შარშან ამ დროს “პურის სახლში” ჩატარებული დეგუსტაციის ერთგვარი გაგრძელება. მაშინ კლუბმა 20 ლარზე ნაკლები ღირებულების “საფერავები” შეაფასა. ამჟამად დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო სარეალიზაციო ქსელში შეძენილი 20 ლარზე მეტი ღირებულების “საფერავის” 15 ნიმუში.

დეგუსტაციის შედეგების შეჯამებისას გაირკვა, რომ საუკეთესო შვიდეულში ერთბაშად სამი მცირე მარანი მოხვდა (ერთი სულაც 2 ნიმუშით). ეს მრავლისმეტყველი ფაქტი ადასტურებს, რომ ელიტური “საფერავის” ჩამოსხმა დიდი ფულისა და ძვირადღირებული ინფრასტრუქტურის გარეშეც შესაძლებელია. მთავარია, ყურძნის ამ უნიკალურ ჯიშს – საფერავს, მოყვარული მეღვინის ხელი შეეხოს და მადლიანი ღვინო დაწუროს.

განვაგრძოთ კითხვა »

„ღვინის კლუბმა“ 20 ლარამდე ღირებულების საუკეთესო „საფერავები“ გამოავლინა

27 თებერვალს რესტორან „პურის სახლში“ „ღვინის კლუბმა“, კომპანია „ემ ჯგუფის“ ხელშეწყობით, „საფერავების“ დეგუსტაცია მოაწყო. კლუბის გადაწყვეტილებით, სპეციალურმა ჟიურიმ, რომელშიც, „ღვინის კლუბის“ წევრების გარდა მოწვეული პროფესიონალებიც იყვნენ და „ღვინის კლუბის“ მოყვარულმა წევრებმა დააგემოვნეს სარეალიზაციო ქსელიდან შეძენილი დაბალი და საშუალო საფასო სეგმენტის ღვინოები, რომელთა ფასი არ აღემატებოდა 19 ლარს.

განვაგრძოთ კითხვა »