ღვინის კლუბი შეიქმნა 2009 წელს.
ჩვენი მიზნებია:
- ქართული ღვინის შესახებ ცოდნის ამაღლება (ლექცია, სემინარი, ფილმი, პუბლიკაციები).
- ღვინის მაღალი ხარისხის პროპაგანდა.
- ქართველი მომხმარებლის კულტურის ამაღლება.
- დავიწყებული ტრადიციების გაცოცხლება.
- ყურძნის უძველესი ქართული ჯიშების გადარჩენისთვის ზრუნვა და მათი პოპულარიზაცია.
- გაბედული სიახლეებისა და ნოვატორული წამოწყებების მხარდაჭერა ქართული ღვინის სფეროში.
- მაქსიმალური და მართალი ინფორმაციის მიწოდება ქართულ ბაზარზე გამოსული ქართული (უცხოური) ღვინოების შესახებ.
- ქართული სამზარეულოს დახვეწა ადგილობრივი ღვინოების მიხედვით, სარესტორნო კრიტიკის ხელშეწყობა.
- ღვინის მუზეუმის შექმნა, გამოფენების, საჯარო დეგუსტაციებისა და სხვა საინტერესო ღონისძიებების მოწყობა.
- ღვინის ტურიზმის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილის შეტანა.
ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით info@wineclub.ge


