ოჯახური ღვინოები “ახალი ღვინის ფესტივალი 2013”–ზე

ღვინის კლუბი” 2013 წლის 11 მაისს უკვე მეოთხედ ატარებს “ახალი ღვინის ფესტივალს“, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ღვინის ცნობადობისა და კულტურის გაზრდას. “ახალი ღვინის ფესტივალი” ერთადერთი ღონისძიებაა, სადაც ღვინის დიდი საწარმოებით დაწყებული, გლეხით დამთავრებული, ყველას ეძლევა საშუალება მონაწილეობა მიიღოს. შარშან ფესტივალმა დიდი წარმატებით ჩაიარა, “ღვინის კლუბმა” უმასპინძლა 15 ათასამდე სტუმარს, რომელთა დიდ ნაწილსაც ღვინით დაინტერესებული პირები და ის მომხმარებლები წარმოადგენდნენ, რომლებიც ცდილობენ უფრო კარგად გაერკვნენ ქართულ ღვინოში. ფესტივალს ძალიან ბევრი უცხოელი სტუმარი ჰყავდა, ასევე სტუდენტი-ახალგაზრდობა, რომლებიც დღეს უკვე საკმაოდ აქტიურ როლს თამაშობენ ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში.

განვაგრძოთ კითხვა »