Archive: July, 2012

ღვინის კლუბისა და ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლობა

გუშინ, 14 ივლისს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ და ღვინის კლუბმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
ღვინის კლუბი და ეროვნული ბიბლიოთეკა ერთობლივად იზრუნებენ მევენახეობის, მეღვინეობისა და, ზოგადად, ქართული ალკოჰოლური სასმელების კვლევასა და პოპულარიზაციაზე. ეროვნული ბიბლიოთეკისა და ღვინის კლუბის მიერ მომზადდება და გაიმართება ლექციები, სემინარები და კონფერენციები. ეროვნული ბიბლიოთეკის ერთ-ერთ სამკითხველო დარბაზში ღვინის კლუბის კუთხე გაიხსნება, რაც ნიშნავს იმას, რომ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კვლევით დაინტერესებულები ერთ ადგილზე მოიძიებენ ლიტერატურას სხვადასხვა ენაზე. გარდა ამისა, ღვინის კლუბი და ეროვნული ბიბლიოთეკა მომავალი კვირიდან დაიწყებს ქართული ღვინის სრული ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნას, რომელიც ღვინის შესახებ არსებული ყველაზე ფუნდამენტური ქართული ტექსტების  გაციფრულებას გულისხმობს.
მეღვინეობა და მევენახეობა საქართველოს კულტურისა და ეკონომის განუყოფელი ნაწილია, ამიტომ გადაწყდა, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკაში, რომელიც ყოველდღიურად უამრავ ქართველსა და უცხოელ სტუმარს მასპინძლობს, შეიქმნას ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კოლექცია. „ღვინის კლუბი“ ეროვნულ ბიბლიოთეკას დაეხმარება ამ კოლექციის შექმნაში და მუდმივად გაუწევს კონსულტაციას მისი შევსებისა და სწორად შენახვის საკითხებში.
© vinoge.com

საფუვრების როლი მეღვინეობაში

10 ივლისს საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების დარბაზში, ღვინის კლუბის ლექცია-სემინარების ციკლი განაგრძო ენოლოგმა დავით ჩიჩუამ ლექციით -„საფუვრების როლი მეღვინეობაში“. ამ ლექციას დიდი ინტერესით ელოდნენ მცირე მარნების მეღვინეები, განსაკუთრებით – ნატურალური ღვინოების მწარმოებლები, რომლებიც ღვინის დაყენებისას სელექციურ საფუვრებს არ იყენებენ და დუღილს მხოლოდ ტრადიციული მეთოდებით აკონტროლებენ. დისკუსიისას ლექციაზე ყველაზე მეტი კითხვები სწორედ მათ ჰქონდათ.
განვაგრძოთ კითხვა »