Archive: October, 2011

აკადემიკოს ნოდარ ჩხარტიშვილის მოხსენება ღვინის კლუბში

obchis_tsiteli.jpg

 

ღვინის კლუბმა ლექცია-სემინარების ციკლი განაახლა მევენახეობა-მეღვინეობის აქტუალურ თემებზე. 18 ოქტომბერს, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების სხდომათა დარბაზში, ღვინის კლუბის წევრებს და სტუმრებს ცნობილმა ამპელოგრაფმა, აკადემიკოსმა ნოდარ ჩხარტიშვილმა წაუკითხა მოხსენება: ,,ქართული ვაზის უნიკალური ჯიშების პერსპექტივები ადგილობრივ და მსოფლიო ბაზარზე”.

ნოდარ ჩხარტიშვილის თქმით, საქართველოში საუკუნეების განმავლობაში 500-ზე მეტი ვაზის ჯიში ჩამოყალიბდა. აქედან დღეს საგურამოს საკოლექციო ნაკვეთში აღდგენილია 430-მდე ჯიში.

ნოდარ ჩხარტიშვილმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ როგორ შეეწირა საბჭოთა პერიოდში მაღალმოსავლიანობაზე გათვლილ მრეწველობას ხარისხიანი, მაგრამ დაბალმოსავლიანი ჯიშები. როგორ განადგურდა საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში (განსაკუთრებით ბოლო წლებში) მეხილეობის, მევენახებისა და მეღვინეობის ინსტიტუტში საცდელი საკოლექციო ნაკვეთები. მხცოვანი მეცნიერის ლექცია ღვინის კლუბში საკმაოდ დიდხანს, სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა და ვაზის ქართულ ჯიშებთან დაკავშირებული მრავალი საჭირბოროტო საკითხი მოიცვა.

©ღვინის კლუბი/vinoge.com

პირველმა საჯარო დეგუსტაციამ წარმატებით ჩაიარა

ღვინის კლუბის პირველმა საჯარო დეგუსტაციამ წარმატებით ჩაიარა :)

ღვინის კლუბის დეგუსტაცია

 

გთავაზობთ ორ სტატიას, რომელიც ჩვენს ღონისძიებას ეხმაურება: