Archive: April, 2011

5 საუკეთესო ქვევრის კახური ღვინო

ქვევრის ღვინოები

ალეკო ცქიტიშვილი

კახურ ღვინოს როცა ვახსენებთ, პირველ რიგში თვალწინ ქვევრი წარმოგვიდგება, მერე იქიდან ფიალით ციმციმ ამოღებული ჯადოსნური სითხე, რომლითაც საუკუნეებია, ვამაყობთ. იქვე შეიძლება სიმღერაც გაგვახსენდეს – “ღვინოვ კახურო, ვარ შენი მსმელი, გინდ თეთრი იყო, გინდა წითელი!”

ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ გაგიკვირდებათ – ქართულ ბაზარზე ბოთლში ჩამოსხმული ტრადიციული კახური ღვინო არც თუ ისე ბევრია.

2 აპრილს “ქართული ღვინის კულტურის ცენტრში” “ღვინის კლუბის” მიერ ორგანიზებულ ქვევრის კახური თეთრი ღვინოების დეგუსტაციაზე სულ რაღაც 11 ნიმუში მოგროვდა. ეს კიდევ კარგი შედეგია, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2009 წლის ბოლოს მხოლოდ ამის მესამედი იყო, რის გამოც ქვევრის ღვინის ნიმუშები რეზერვუარებში დაყენებულ “კახურებთან” ერთად ისინჯებოდა.

ამჯერად, ღვინის კლუბმა რეზერვუარული კახური ღვინოების ჭაშნიკი სამომავლოდ გადადო და სადეგუსტაციოდ მაღაზიებში მხოლოდ ქვევრში დაყენებული თეთრი კახური ღვინოები შეიძინა: 1) “ვინოტერა” “მწვანე”, 2008 წ. 2) “ელიზბარ თალაკვაძე და შვილები” “წარაფი-კარდენახი” 2008 წ. 3) “ხოხბის ცრემლები” “ქისი”, 2009 წ. 4) “ხოხბის ცრემლები” “რქაწითელი”, 2009 წ. 5) “ხოხბის ცრემლები” “მწვანე”, 2009 წ. 6) “ვინივერია” “ქისი”, 2005 წ. 7) “თელავის ღვინის მარანი” “სატრაპეზო – 10 ქვევრი”, 2007 წ. 8 ) “ვაზი +” “ბინეხი – კახური ქვევრის” (მოსავლის წელი არ აწერია). 9) “ვინოტერა” “ქისი”, 2006 წ. 10) “ვინოტერა” “რქაწითელი”, 2009 წ. 11) “ბადაგონი” “ალავერდის ტრადიციები”, 2007 წ.

განვაგრძოთ კითხვა »

ოჯახური ღვინოები “ახალი ღვინის ფესტივალი 2011″–ზე

“ღვინის კლუბი” 2011 წლის 14 მაისს უკვე მეორეჯერ ატარებს “ახალი ღვინის ფესტივალს”, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ღვინის ცნობადობისა და კულტურის გაზრდას. “ახალი ღვინის ფესტივალი” ერთადერთი ღონისძიებაა, სადაც ღვინის დიდი საწარმოებით დაწყებული, გლეხით დამთავრებული, ყველას ეძლევა საშუალება მონაწილეობა მიიღოს. შარშან ფესტივალმა დიდი წარმატებით ჩაიარა, “ღვინის კლუბმა” უმასპინძლა 7 ათასზე მეტ სტუმარს, რომელთა დიდ ნაწილსაც ღვინით დაინტერესებული პირები და ის მომხმარებლები წარმოადგენდნენ, რომლებიც ცდილობენ უფრო კარგად გაერკვნენ ქართულ ღვინოში. ფესტივალს ძალიან ბევრი უცხოელი სტუმარი ჰყავდა, ასევე სტუდენტი-ახალგაზრდობა, რომლებიც დღეს უკვე საკმაოდ აქტიურ როლს თამაშობენ ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში.

განვაგრძოთ კითხვა »