Archive: June, 2010

“ღვინის კლუბი” მევენახეობაში ახალ გამოგონებას გაეცნო

 

1 ივნისს “ღვინის კლუბის” წევრმა დარეჯან გველესიანმა თანაკლუბელებს თავისი გამოგონება – ვაზის ნამყენების მიღების ხერხი “გველესიანი” გააცნო. მისი თქმით, ამ გამოგონების დანერგვა მევენახეობაში გადატრიალების ტოლფასი იქნება.

განვაგრძოთ კითხვა »

ლექცია ღვინის კლუბში

ძვირფასო თანაკლუბელებო, შეგახსენებთ, რომ ჩვენი მომდევნო ლექცია გაიმართება  სამშაბათს, 8 ივნისს, საღამოს 18:30–ზე, “საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების” სხდომათა დარბაზში (გუდიაშვილის 11, ქაშუეთთან).

პროფესორი ლევან ფრუიძე წაიკითხავს ლექციას:

„ღვინო ხვანჭკარის ხალხური ტექნოლოგია და თანამედროვეობა“

„ღვინის კლუბში“ ეკოლოგიურად სუფთა მევენახეობის საკითხებზე იმსჯელეს

„ღვინის კლუბის“ უკანასკნელი ორი შეკრება საქართველოში ეკოლოგიური მევენახეობის პრობლემებს მიეძღვნა. „ეკოლოგიური მევენახეობის ძირითადი პრინციპები“ კლუბის წევრებს იაგო ბიტარიშვილმა გააცნო. მას ამ სფეროში არა მარტო თეორიული ცოდნა, არამედ მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება აქვს. იაგოს ღვინო – „ჩარდახი“ სწორედ ეკოლოგიური მევენახეობის შედეგად მიღებული პროდუქტია, რომელიც რამდენიმე წელია, წარმატებით იყიდება ევროპაში.

განვაგრძოთ კითხვა »