Archive: May, 2010

მორიგი სხდომა “ღვინის კლუბში”

1 ივნისს “საქართველოს გეოგრაფიოლ საზოგადოებაში” გაიმართება სხდომა, სადაც ქალბატონი დარეჯან გველესიანი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე “სიახლე მევენახეობაში”.

შემგედ დაიგეგმება მორიგი დეგუსტაციის დეტალები რომელიც 5 ივნისს ჩატარდება მევენახეობის ინსტიტუტში. განხილვაზეა ღვინის 14 ნიმუში. მათ დაემატება ნუგზარ ქსოვრელის “ქისი”, რომელიც ჯერ ბაზარზე გამოტანილი არ არის. დეგუსტაციას გაუძღვება ბატონი ლევან უჯმაჯურიძე.

„ღვინის კლუბის“ ლექცია სემინარი

„ახალი ღვინის ფესტივალის“ შემდეგ კვლავ განახლდა „ღვინის კლუბის“ ლექცია სემინარები.

სამშაბათს, 18 მაისს, 18:30–ზე, “საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების” სხდომათა დარბაზში (გუდიაშვილის 11, ქაშუეთთან).

იაგო ბიტარიშვილი წაიკითხავს ლექციას:

ეკოლოგიური მევენახეობის ძირითადი პრონციპები”

ღვინის კლუბი ბიზნეს–კურიერში

გაზეთ ,,მარანის“ მეშვიდე ნომერი

გაზეთ ,,მარანის“ მეშვიდე ნომერი, რომელიც 14 მაისს გამოვა, თითქმის  მთლიანად ეძღვნება გასულ  კვირას საქართველოში პირველად ჩატარებულ ,,ახალი ღვინის ფესტივალს“. გაზეთში გაეცნობით  ალეკო ცქიტიშვილის სტატიას ,,ახალი ღვინის ფესტივალი  ერთი წლით დაგვემშვიდობა“ და ლევან სეფისკვერაძის მიმოხილვა–რეპორტაჟს ამ ფესტივალის შესახებ. გაზეთის ორი ფერადი გვერდი მთლიანად ეთმობა ფესტივალის ამსახველ ფოტოკოლაჟს. ნინო ახლოური სტატიაში ,,ღვინის მესამე ეროვნული კონკურსი – საქართველო ღვინის სამშობლო“ გაეცნობით კონკურსის მიმდინარეობის დეტალებსა და მის გამარჯვებულებს. ჩვენი გაზეთის ბოლო გვერდი, როგორც ყოველთვის, გემრიელ და ორიგინალურ კულინარიულ რეცეპტებს ეთმობა.

გამოვიდა გაზეთ ,,მარანის“ მეექვსე ნომერი

გამოვიდა გაზეთ ,,მარანის“ მეექვსე ნომერი, რომელშიც  გაეცნობით:

,,ახალი ღვინის“  ფესტივალის ორგანიზატორთა  მისალმებას;

ლევან სეფისკვერაძის  წერილს ,,ქართული პარადოქსი  – ღვინის ხარისხი იზრდება, რეალიზაცია მცირდება“, რომელშიც ავტორი მიმოიხილავს ღვინის მაღაზიებსა და მათ პრობლემებს;

სოფიკო კვანტალიანის სტატიას ,,კასრების ჯადოქრობა“ რომელშიც ძალზე საინტერესოდაა  აღწერილი კასრების წარმოების  ტექნოლოგია და პროცედურა;

ქეთი ადეიშვილის წერილში ,,გაშალეთ სუფრა, გადმოჰფინეთ ბანზე ხალები“  – ძველი თბილისური სამზარეულოსა და კულინარიული ტრადიციების შესახებ შეიტყობთ;

რუბრიკაში ,,კლასიფიკაცია“  ამჯერად ესპანეთისა და გერმანიის  ღვინოებს წარმოგიდგენთ.