საჯარო ლექცია ღვინის კლუბში – ტერუარის ეფექტი მევენახეობა-მეღვინეობაში

dsc_2741

17 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსში საქართველოს ღვინის კლუბის ორგანიზებით მორიგი საჯარო ლექცია გაიმართა. მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე, ამჯერად, ენოლოგი ნიკოლოზ ნატროშვილი წარდგა. მოხსენება შეეხებოდა ტერუარის ეფექტს მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში.

ენოლოგმა აუდიტორიას გააცნო ტერუარის ცნების განვითარების ისტორია და მისი აქტუალური მნიშვნელობა – რა კომპონენტებს აერთიანებს ტერუარის კონცეფცია თანამედროვე მსოფლიოში. მან საფუძვლიანად მიმოიხილა მსოფლიოს ტერუარების (შვეიცარია, საფრანგეთი, საქართველო, ლიბანი, ხორვატია) მაგალითები, რომელთაგან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საფრანგეთის გამოცდილებას.

ნიკოლოზ ნატროშვილმა მსმენელებს გააცნო ინტერნეტ პორტალი, რომელიც საფრანგეთში მიმდინარე ათწლიანი პროექტის ონლაინ პროდუქტია. პროექტი ითვალისწინება ფრანგი ენოლოგებისა და ამპელოგრაფების მოგზაურობას მსოფლიოს მასშტაბით ახალი ტერუარების აღმოსაჩენად.

საჯარო ლექციას საკმაოდ ხანგრძლივი კითხვა-პასუხის რეჟიმი მოჰყვა, სადაც მეღვინეებსა და ღვინის მოყვარულებს საშუალება ჰქონდათ, კონსულტაციები მიეღოთ ენოლოგისგან არამხოლოდ კონკრეტული თემის – ტერუარების, არამედ სხვადასხვა პრაქტიკული საკითხების გარშემო.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო