გუშინ, ღვინის კლუბის სხდომაზე შევაჯამეთ გასული 2011 წელი და რამდენიმე წევრი დავაჯილდოვეთ კლუბის საქმიანობაში შეტანილი წვლილისათვის :)

გუშინ, ღვინის კლუბის სხდომაზე შევაჯამეთ გასული 2011 წელი და რამდენიმე წევრი დავაჯილდოვეთ კლუბის საქმიანობაში შეტანილი წვლილისათვის :)

კარგი ღვინო და ცხოვრების ხალისი არ მოგკლებოდეთ! :)

21 უნიკალური ჯიში
ალეკო ცქიტიშვილი
2 დეკემბერს ღვინის კლუბის მორიგი საჯარო დეგუსტაცია ვაზის იშვიათ ქართულ ჯიშებს და მათგან დაყენებულ ღვინოებს მიეძღვნა. მაჩაბლის ქუჩაზე “ღვინის ბარ – shall”-ში შეკრებილი საზოგადოება ისტორული მოვლენის მონაწილე გახდა. ეს იყო დანახარულის, კახური მცვივანის, მგალობლიშვილის, საკმიელას, ახმეტის შავისა და ვაზის სხვა უსამართლოდ მივიწყებული ქართული ჯიშებისგან დაყენებული ღვინოების პირველი საჯარო პრეზენტაცია. ჯიშური ინდივიდუალობით და მაღალი ღირსებებით გამორჩეულმა ღვინოებმა დეგუსტაციის მონაწილე დარგის მეცნიერები, ჟურნალისტები და ღვინის მოყვარულები ერთნაირად აღაფრთოვანა.
“ქართული ჯიშების უმეტესობის პოტენციალი მეღვინეობაში უცნობია. არსებობს 521 ქართული ჯიშის სია, მაგრამ როცა შეგვეკითხებიან – როგორია ამ 521 ჯიშის პროდუქტი, პასუხი არ გვექნება, თუკი მათი ყურძნისგან ღვინო არ დავაყენეთ და არ გავსინჯეთ. დღევანდელი დღე არის ისტორიული, რადგან ის, რაც ღვინის კლუბმა წელს გააკეთა, არ გაკეთებულა ათწლეულების განმავლობაში. აქამდე არავის უცდია, იშვიათი ჯიშებისგან ღვინო დაეყენებინა და შემდეგ ფართო საზოგადოებისთვის გაესინჯებინა”, – აღნიშნა ღვინის კლუბის წევრმა, რეჟისორმა ლევან კიტიამ დეგუსტაციის შედეგების შეჯამებისას.
2 დეკემბერს “ღვინის კლუბი” გეპატიჟებათ იშვიათი ქართული ჯიშებიდან დაყენებული ღვინოების საჯარო დეგუსტაციაზე. გაისინჯება 20–მდე ჯიშის ყურძნიდან დაყენებული ღვინო: ქისი, ხიხვი, კახური მცვივანი, კახური თეთრი, ღვინის თეთრი, გლდანურა, მესხური ჩიტისთვალა, მესხური მწვანე, მესხური ყურძენი, კრახუნა, საკმიელა, ჩხავერი, მგალობლიშვილი, ძელშავი, ასურეთული შავი, ჭანკილოური, დანახარული.
დეგუსტაციაზე დასწრების მსურველებმა ბილეთის შესაძენად დარეკეთ: 593 959823, დიმიტრი კობეშავიძე. ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია საბანკო ანგარიშსწორებთაც: გადმორიცხეთ საფასური “თიბისი” ბანკის ანგარიშზე GE35TB7359836080100001 და დანიშნულებაში მიუთითეთ – “დეგუსტაციის საფასური, [თქვენი სახელი გვარი], [ტელეფონის ნომერი]”
მიმღები “ღვინის კლუბი schall”.
ერთი ბილეთის ფასია 30 ლარი.